მარკეტინგულმა კომპანიამ Global Idea და გაზეთმა The FINANCIAL საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით Golden Brand 2013 – ის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. Golden Brand 2013-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები.
წელს, რიგით მე-9 ღონისძიებაზე „ნაბეღლავი“ კვლავ ექსპერტების “რჩეული“ გახდა - არაალკოჰოლური სასმელების ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც „რჩეული ბრენდის“ ტიტული მიიღო.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავხდით Golden Brand-ის ჯილდოს მფლობელები მინერალური წყლის ნომინაციაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაბეღლავი სტაბილურად ინარჩუნებს პოპულარული და რჩეული ბრენდის სახელს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სტაბილურობასა და სანდოობას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხითა და გამორჩეული გემოთი . დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ექსპერტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომელთა მხარდაჭერა გვეხმარება ჩვენს წარმატებაში.“ - აღნიშნა „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.