პრობაციონერები რუსთველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლს დაესწრნენ

პრობაციონერები რუსთველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლს დაესწრნენ

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 15 არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული რუსთაველის თეატრში „ნადირობის სეზონს“ დაესწრო. რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლზე პრობაციონერთა მიპატიჟება თეატრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

თეატრალურ წარმოდგენას, პრობაციონერებთან ერთად, ესწრებოდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ მაღრაძე.
 
პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს პირობით მსჯავრდებულთა ჩართვას სხვადასხვა კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებაში, რომლის მიზანს ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივება და კულტურული ფასეულობების პატივისცემა წარმოადგენს.