ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელი  უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის „უკრ ვოდ პროექტის“ სპეციალისტებმა წარმოადგინეს.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში, 2500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლების მოცილება. პროექტით დაგეგმილია 3 სატუმბი სადგურის აშენება, რომლის საშუალებითაც ფართობებიდან ჭარბი წყალი ინტენსიურად ამოიტუმბება და მილსადენის საშუალებით  ზღვაში ჩაედინება.

დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, დატბორვისგან დაცული იქნება როგორც მოსახლეობა, ისე ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი.

აღნიშნული პროექტი,  უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის  „უკრ ვოდ პროექტის“ და „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“   შორის გაფორმებულ ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების  ფარგლებში, „უკრ ვოდ პროექტის“  სპეციალისტებმა   შეასრულეს.

პროექტირება დასრულდება მიმდინარე წლის 30 მაისს, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება.

 სარეაბილიტაციო სამუშოების წინასწარი ღირებულებაა 11 მლნ 800 ათასი ლარი.