25 აპრილს, 16:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილი საიმიჯო/სარეკლამო/საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას, კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მისამართი:
ცენტრალური საარჩევნო კომისია;
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ;