საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვია. ქვეყნის პირველი პირი ორი დღის განმავლობაშიმონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობაში, რომელიც პრაღაში 24-25 აპრილს გაიმართება.

სამიტის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა პირველი ორმხრივი შეხვედრა მოლდოვის პრეზიდენტთან ნიკოლაი ტიმოფტისთან გამართა. საუბრისასმხარეებმა საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობამ აღმოსავლეთპარტნიორობაში ჩაბმის შემდეგ ახალი იმპულსი შეიძინა.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გეგმებზეც  იმსჯელეს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2014  წელი ორივე  სახელმწიფოსათვისსტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გიორგი მარგველაშვილმა  მადლობა გადაუხადა მოლდოველ კოლეგას  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით წარსდგება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივიშეხვედრები სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელთან.