სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომელ პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდათ.
ბორჯომის პრობაციის ოფისში განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის პროცესში, ხუთმა პირობით მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, მაგრამ, უსახსრობის გამო, ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა. აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, „ტოლერანტის“ დახმარებით, ბორჯომის მრავალპროფილური საავადმყოფოს მედიკოსებმა პრობაციონერებს სხვადასხვა სახის ანალიზი და ტომოგრაფია ჩაუტარეს. მიღებული პასუხებისა და დასმული დიაგნოზის მიხედვით, პრობაციონერებს მკურნალობის კურსი დაენიშნებათ.
პრობაციის რეგიონული ბიუროები, პირობით მსჯავრდებულთა სოციალური დახმარებისა და მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კონსტრუქციულად თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.