სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი გაანადგურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმის რამდენიმე სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს. ჰ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შპს ”იალჩინ მარკეტსა” და პუშკინის ქუჩაზე, სუპერმარკეტ ”სტარში” დაილუქა ქართული  და უცხოური წარმოების საკონდიტრო ნაწარმი - სხვადასხვა სახის შოკოლადი, ჰალვა, კროასანი; ნატურალური წვენები; ხორცისა და  რძის პროდუქტები - ძეხვი, სოსისი, ლორი, კეფირი, კარაქი, იოგურტი, ჩიპსი, მაიონეზი.

ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა.