სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა სანიტარიული ნორმების უხეში დარღვევების გამო ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 113-ე საჯარო სკოლის ბუფეტი დახურეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს.
ანტისანიტარია; მაცივრის უქონლობა, რის გამოც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; მზა პროდუქტებისთვის განკუთვნილი არასათანადო ლანგრები და მეორადი მუყაოს ყუთები, რაც იწვევს სურსათის დაბინძურებას - ასეთია მცირე ჩამონათვალი იმ კრიტიკული შეუსაბამობებისა, რის გამოც სკოლის ბუფეტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
გარდა ამისა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს "გიო", სამტრედიის ქუჩაზე - შპს "გიოს" მარკეტი "სუკონი", წყალტუბოს ქუჩაზე - ი/მ "ვაჟა კრავეიშვილი" და აღმაშენებლის ხეივანში - შპს "მ-მ"-ს მარკეტი "მარი" ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 400 ლარით დააჯარიმეს;
გლდანულაში მდებარე შპს "ალ-მა-ნუ" კი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა საქმიანობას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, მეწარმე 300 ლარით დაჯარიმდა.