თიბისი გალერეაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ქართული კინოაფიშა“

თიბისი გალერეაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ქართული კინოაფიშა“

14 აპრილს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ქართული კინოაფიშა“

გამოფენილი იქნება თეატრისა და  კინოს  სახელმწიფო მუზეუმში დაცული 35 უნიკალური ქართული კინოაფიშა.

პირველად საქართველოში ექსპოზიციაზე   წარმოდგენილი იქნება: სერგო ფარაჯანოვისა და  ადრეული პერიოდის კინემატოგრაფიის ნამუშევრების  ”წითელი ეშმაკუნები ” (1923) და ”ამოკი” (1928) აფიშები.

გამოფენის მსვლელობისას თიბისი გალერეაში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, მთელი დღის განმავლობაში ნახოს ქართული კინოშედევრები.