მოლდავეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლაბორატორიას სტუმრობდნენ

მოლდავეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლაბორატორიას სტუმრობდნენ

მოლდავეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას სტუმრობდნენ. მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუმრებს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა, სახელმწიფო კონტროლის სისტემა გააცნეს. მოლდოველები დაინტერესდნენ, რამდენად  დაცულია საქართველოს მოსახლეობა მავნებელი სურსათისაგან, რა ფორმით მონაწილეობს  არასამთავრობო სექტორი ბაზრის კვლევაში და თანამშრომლობენ თუ არა ისინი სახელმწიფო სტრუქტურებთან; ასევე, რა ფორმით და როგორ შეუძლია რიგით მოქალაქეს, კვლევის ჩასატარებლად მიმართოს ლაბორატორიას. მოლდოველების ინტერესი გამოიწვია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შექმნილმა "სამოქალაქო დარბაზმა", რომელშიც გაერთიანებული არიან ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რომლის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სისტემის სრულყოფა, ამ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების ჩამოყალიბება და საზოგადოების ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფა სურსათის ეროვნული სააგენტოს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

 მოლდოველებმა გამოთქვეს სურვილი, საქართველოს მაგალითზე შეიმუშაონ სურსათის კონტროლის ისეთი სისტემა, რომელშიც არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული.