საწარმოში კიტრის მოსავალს მაისის ბოლოს ელიან

საწარმოში კიტრის მოსავალს მაისის ბოლოს ელიან

„მარნეული აგროში“ 2014 წლის სეზონისთვის დაწყებული საგაზაფხულო  სამეურნეო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასასრულს უახლოვდება.  პირველი ეტაპი, რომლიც კიტრისა და პომიდვრის ჩითილების გამოჰყვანას მოიცავდა, დასრულდა, რომელისთვისაც შერჩეული იყო სპეციალური, ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი ჯიშები.

“ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს კიტრის ჩათესვა ღია გრუნტში. ამ სახით ჩათესილი კიტრის უპირტესობას კარგად განვითარებული ფესვი განსაზღვრავს,  ამასთან მოსავლის ხანგრძლივობა მეტხანს გაგრძელდება. ამ მოსავალს მაისის ბოლოს ველოდებით. წელს ეს ნათესები  26 ჰექტარს მოიცავს, რაც შარშანდელთან შედარებით გაცილებით მეტია,  შესაბამისად მეტ მოსავალს ველოდებით,“ - განმარტავს  „მარნეული აგროს“დირექტორი ვანო ცუკილაშვილი.

“მარნეულის სასურსათო ქარხანა” წარმოების მოცულობების გაზრდას გეგმავს, შესაბამისად, გაიზარდა დამუშავებული ფართობის რაოდენობაც. მოსავლის აღების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეისყიდა დამატებითი ტრაქტორები და კიტრის საკრეფები. გერმანიიდან სამი ახალი კიტრის საკრეფი აპრილის ბოლოს შემოვა, ასევე განხორციელდა ინვესტიცია მისაბმელებში, მარნეული აგროს ტექნიკის პარკს 8 ახალი მისაბმელი დაემატება, რომელიც აღებული მოსავლის სწრაფ გადატანას უზრუნველყოფს. ახალი ინვესტიციაგაამარტივებს ნედლეულის მიწოდების პროცესს მინდვრიდან ქარხნამდე, რაც თავის მხრივ გაზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს. კიტრის პირველ მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანა მაისის ბოლოდან ელოდება. ქართველ მომხმარებელს კი საშუალება ექნება ქართულ  მიწებზე მოყვანილი კიტრი 200 მლ - 18 კგ შეფუთვებში  შეიძინოს.

რაც შეეხება პომიდვრის მიღებას, პომიდვრის გადამუშავება ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ქარხანას ნედლეულით საკუთარი მეურნეობა „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი ფერმერები ამარაგებენ. პროდუქციის მიღების შემდეგ, პომდვრის გადამუშავება Fenco-ს იტალიური დანადგარით ხდება, რომლის წარმადობა დღე-ღამეში 500 ტონას აღწევს. ავტომატიზირებული საწარმოო პროცესი პროდუქტის მაღალ ხარისხს სრულად უზრუნველყოფს.