2014 წლის 30-31 მარტს ქალაქ ბერლინში გაიმართა პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმი „Otherways Managments & Consalting“, რომლის მეშაობაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავთობტერმინალის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, ტერმინალის დირექტორის, ბ-ნი გიორგი კილაძის ხელმძღვანელობით.
ფორუმზე „გარემოს დაცვის სფეროში მიღწეული შედეგებისა და მდგრადი პრაქტიკის დანერგისათვის, „ბათუმის ნავთობტერმინალი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და სიგელით, რომელიც გადაეცა დელეგაციის ხელმძღვანელს, ბ-ნ გიორგი კილაძეს.
აღსანიშნავია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“, უფრო ადრეც, 2012 წლის ნოემბერში, სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ VII საერთაშორისო კონგრესზე - „ნავთობის ტერმინალი“, მიიღო მთავარი პრიზი და სიგელი - გარემოს დაცვის სფეროში მიღწეული შედეგებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანერგილი ინოვაციური გადაწყვეტილებებისათვის.
ბათუმის ნავთობტერმინალი, 2008 წლიდან, წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიის „ყაზტრანსოილის“ საკუთრებას.
ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბათუმის ნავთობტერმინალმა კიდევ უფრო გააქტიურა ეკოლოგიური და სამრეწველო უსაფრთხოებისაკენ და საწარმოს მდგრადი განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობა: წარმატებით განახორციელა ნავთობის გადატვირთვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, დაინერგა ნავთობის აირების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი ტექნოლოგიური დანადგარები, მუდმივად სრულდება რისკ-ფაქტორების შეფასებისა და შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის პროცედურები, დაინერგა ხარისხის, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მართვის ოპტიმიზირებული სისტემები, რომლებიც შესაბამისობაშია ISO 9001:2008, ISO 14001:2004, OSHAS 18001:2007 и ISO 29001 – „ხარისხის ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემები“ საერთაშორისო სტანდარტებთან.