ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით პროფესიული განათლების ფესტივალი გაიხსნა.
პროფესიული განათლების ფესტივალის მიზანია ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების მიღების მსურველებსა და მათ მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის დავით ვერულაშვილის განმარტებით მეორე წელია რაც ლიბერთი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებების ფარგლებში განათლების სამინისტროსთან ერთად ორგანიზებას უწევს პროფესიული განათლების ფესტივალს.შარშანდელი ფესტივალის ფარგლებში მთელი ქვეყნის მაშტაბით მოქმედ რვა სასწავლებელთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ლიბერთი ბანკში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით სტაჟირება ორმოცდაათამდე სტუდენტმა გაიარა. ლიბერთი ბანკი როგორც ყველაზე ვრცელი ფილიალებისა და მომსახურების ცენტრების მფლობელი ბანკი საქართველოში, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენითა და პროფესიონალი კადრების აღზრდითაა დაინტერესებული და მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავს ღონისძიებებს.