პროფესიული განათლების ფესტივალის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების მიღების მსურველებსა და მათ მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ფესტივალი გაიმართება სამშაბათს, 8 აპრილს, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე, Tbilisi Event Hall-ში.