სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქულის მასიური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქულის მასიური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა საააგენტომ ცხოველის განსაკუთრებით საშიში დაავადება თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო.  ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის"  ფარგლებში ხორციელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აიცრება 1528432 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველი. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ხოლო ვაქცინა  უსაფრთხოა პირუტყვის ჯანმრთელობისათვის.

აღნიშნული პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1528432 სული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი აიცრება. მათ შორის: სამცხე-ჯავახეთში  - 203814, შიდა ქართლში - 83474, კახეთში - 429906, ქვემო ქართლში - 270144, მცხეთა-მთიანეთში - 44502, იმერეთში - 182533, რაჭა-ლეჩხუმში - 19859, სამეგრელოში - 151950, გურიაში - 48684, აჭარაში - 79385, თბილისში - 8112, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე - 6069 სული შინაური ცხოველი.

თურქული ცხოველთა განსაკუთრებით საშიში, ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაფიქსირების შემთხვვაში სწრაფად ვრცელდება.  ამიტომაც, ამ დაავადების ქვეყანაში შემოჭრა-გავრცელების არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვაქცინირებული იქნება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი წელიწადში ორჯერ.

 

ვაქცინაციის პარალელურად ჩატარდება მსხვილფეხა პირუტყვის  აღრიცხვა- იდენტიფიკაცია. ღონისძიების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბთ დასაქმდება 500-მდე ვეტერინარი,