სოსო გალუმაშვილი კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს

სოსო გალუმაშვილი კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს

კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი - KIAF-2014, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ოდესისა და ლვოვის შემდეგ, ფესტივალის მასპინძელი ქალაქი ისევ კიევი ყოფილიყო.

KIAF-ის 2014 წლის ნამუშევრებს ჟიური სამი მიმართულებით შეაფასებს: დიზაინი, პიარი და ციფრული გამოსახულება.

ჟიურის შემადგენლობა პიარის მიმართულებით, უკრაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის (UAPR) მხარდაჭრით დაკომპლექტდა და გადაწყდა, რომ ჟიურის წევრები არა მხოლოდ უკრაინიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და  ინდოეთიდან, არამედ საქართველოდანაც იქნებიან.

KIAF-ის მე-15 ფესტივალი ექსპერიმენტულ ფორმატში  ტარდება.  ნამუშევრებს შეაფასებს ჟიურის თერთმეტი წევრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.  ჟიური, შეარჩევს ფინალისტებს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდება მთავარი პრიზის, გრან-პრის მფლობელი.

კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოება 30 მაისს გაიმართება.