საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი პოლონელ კოლეგას  ბრონისლავ კომაროვსკის პირისპირ შეხვდება. შეხვედრის შემდეგსაქართველოსა და პოლონეთის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან. საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის შეხვდება.ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირისა და  სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

საღამოს  ბრონისლავ კომაროვსკა და ანა კომაროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემოდ სადილს გამართავენ.   

3 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება, სადაც  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლკაში ორ დღეს გასტანს და საქართველოში იგი 3 აპრილს დაბრუნდება.