აზერბაიჯანის წამყვანი კორპორატიული და საინვესტიციო ბანკის შვილობილი პაშა ბანკის სპონსორობით 25 მარტს , ციურიხში საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა . ბიზნეს ფორუმი ორგანიზებული იყო შვეიცარიის სავაჭრო პალატის მიერ და ეძღვნებოდა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას და შვეიცარიის საქმიანი და ფინანსური წრეებისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის იმიჯის შექმნას. პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს მრჩეველმა, ბატონ ტურხან მახმუდოვმა დამსწრეებს გაუზიარა გამოცდილება ბანკის მიერ საქართველოში შვილობილი ბანკის დაარსების შესახებ. გამომსვლელთა შორის იყვნენ როგორც შვეიცარიის,ასევე საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ბატონმა გოგა ჯაფარიძემ , პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, რომელიც ესწრებოდა ფორუმს ხაზი გაუსვა ასეთი ფორუმების მნიშვნელობას საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების მხარდაჭერის საქმეში.