პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, პირობით მსჯავრდებულთა ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო ბუკლეტები დაბეჭდა.
ბუკლეტები უკვე გაეგზავნა სასამართლოებს, სადაც, პირობითი მსჯავრის გამოყენების შემთხვევაში, მოსამართლე მას პირობით მსჯავრდებულს გადასცემს.
ბუკლეტში აღწერილია პირობით მსჯავრდებულთა ძირითადი უფლება-მოვალეობები, შეღავათების დაწესების პირობები, საზღვარგარეთ გამგზავრების კრიტერიუმები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.
ბუკლეტს აქვს მოსახევი გვერდი, რომელიც დარჩება მოსამართლესთან. აღნიშნულ გვერდზე, რომელშიც შეტანილია პირობით მსჯავრდებულის საკონტაქტო მონაცემები, პირობით მსჯავრდებული საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობას ხელმოწერით დაადასტურებს .