საქართველოს ბანკისა და BP–ის მხარდაჭერით, ჩატარდა  კონკურსი საჯარო მეტყველებაში

საქართველოს ბანკისა და BP–ის მხარდაჭერით, ჩატარდა კონკურსი საჯარო მეტყველებაში

27 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, სათავო ოფისში, მისამართზე გაგარინის ქ. 29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებითა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს, საქართველოს ბანკისა და BP–ის მხარდაჭერით, ჩატარდა  კონკურსი საჯარო მეტყველებაში 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის. კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი 2014 წლის 12 მაისს გაემგზავრება ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობისთვის სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა– თბილისის სხვადასხვა საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ 5 წუთიანი გამოსვლა თემაზე „საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ბენეფიტები“. კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდენ: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ESU საქართველოს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი ეკა სეფაშვილი, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლის ხელმძღანელი კრისტოფერ გრინფილდი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე.

საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში უკვე 17 წელია ტარდება.