ლიბერთი ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. 26 მარტს, ბანკის დირექტორმა, არმენ მატევოსიანმა, დ. აბაშიძის ქ. #3-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
ლიბერთი ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 66 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
ლიბერთი ბანკის საბაზრო წილი 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.