საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტების, მათ შორის ხუდონჰესის მხარდასაჭერად, ერი ერთ მუშტად უნდა შეიკრას, – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას გმობს.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ 10–20 ათასიანი გრანტის სანაცვლოდ, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვა დაუშვებელია.
ამასთან ბაჩიაშვილი აღნიშნას, რომ დამატებითი სიმძლავრეების შექმნა გარდაუვალია. არსებული კი, მხოლოდ დღევანდელ მოხმარებას აკმაყოფილებს და დენის იმპორტია საჭირო. მოხმარება კი ყოველწლიურად 3–5%–ით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ჰესების აშენების გარეშე დეფიციტი გაიზრდება და შესყიდვა გახდება საჭირო, რაც საქართველოს მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულს გახდის.
ბაჩიაშვილს მიაჩნია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, სიმართლე უნდა გაიგოს, რომ ეს პროექტი ჩინოვნიკების ან ბიზნესის ინტერესებს არ ემსახურება.