26 მარტს, 14:00, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ (მის. გორგასლის #3) გაიმართება „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციის მიზანია გააცნოს საზოგადოებას მესამე ტალღის შედეგად შეგროვებული თანხის მოცულობა, ფონდის მიერ 2012-2013 წელს განხორციელებული პროექტები და მისი სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ თანხის ნამდვილობა დადასტურებულია აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ და კითხვებს პასუხს გასცემენ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ დირექტორი - ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი - მანანა ომარაშვილი.