„ფონდი ნატახტარის“ მიზანი ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა. 2012 წლიდან მოყოლებული ფონდმა შეძლო და მხარი დაუჭირა 162 მზრუნველობამოკლებულ მოზარდს.
ორი წლის განმავლობაში 240 000 ლარის ჯამური ბიუჯეტით ფონდმა მოახერხა თითოეული ბენეფიციარისთვის გაეწია ფსიქოლოგიური მომსახურება. საჭიროებების მიხედვით პედაგოგების დახმარებით მოემზადებინა მოზარდი სასკოლო საგნებში, უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის. დახმარებოდნენ მათ კოლეჯის დამთავრებასა და პროფესიის დაუფლებაში. ფონდის ფარგლებში მოზარდები გაიარეს სპეციალიზირებული და ანაზღაურებადი სტაჯირების კურსი.
ფონდის უპირატესობა მის ინდივიდუალურობაში მდგომარეობს. თითოეულ მოზარდს აქვს ინდივიდუალური შესაძლებლობები, სწორედ შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდება თითოეულისთვის პროგრამის შემუშავება. ნიშანდობლივია, რომ პროგრამა გრძელდება ვიდრე მოზარდი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სრულიად მზად არ იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი 18 წლის გახდა. ორი წლის განმავლობაში 16-მა მოზარდმა დატოვა ფონდი, რაც იმას ნიშნავს რომ მათ შეძენილი პროფესიით შეუძლიათ თავის რჩენა.
ფონდ ნატახტარს სურს მადლობა გადაუხადოს ყველას ვინც პროექტის - „იზრუნე მომავალზე“ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო.
ფონდი მადლობა უხდის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს. დიდი მადლობა ასოციაციას - „ჩვენი სახლი - საქართველოს“ და ფსიქოლოგების გუნდს, რომელთაც განუსაზღვრელად დიდი წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებასა და წარმატებაში. მათმა ყოველდღიურმა შრომამ ნამდვილად უკეთესობისკენ შეცვალა მოზარდების მომავალი. ასევე, განსაკუთრებული მადლობა აუდიტორულ კომპანიას PricewaterHouse, იმისთვის რომ უზრუნველყოფენ ფონდის ფინანსურ გამჭვირვალებას.
თუმცა, ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერის გარეშე, ფონდის პროექტის განხორციელება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გვინდა მადლობა მოვუხადოთ მათ ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის. თითოეული ბოთლი ლიმონათის ყიდვა (ნოემბერი-თებერვლის განმავლობაში) ბავშვების დახმარებას ნიშნავს. 2013-2014 წლებში საზოგადოების ჩართულობა თანხის შეგროვების პროცესში რეკორდული იყო, ჩვენ, ყველამ ერთად 183,742 ლარი შევაგროვეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში ფონდში შეგროვებული თანხა აღემატება 420 000 ლარს. ეს დიდი გამარჯვებაა ფონდის ყველა ბენეფიციარისა და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ შეგვიძლია ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები მომავლის მიმართ რადგან ერთად ვეხმარებით მზრუნველობამოკლებული მოზარდების ცხოვრების გაუმჯობესებას.