სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცი აქტიურად მიმდინარეობს

სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცი აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა  საგურამოს სარწყავ სისტემაზე  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება   საგურამოს  მაგისტრალური არხის  17 კმ-ს,  გამანაწილებელი ქსელის 12 კმ-ს და მათზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობებს (დიუკერები, გალერეები, წყალგამშვები კვანძები).

საგურამოს სარწყავი სისტემა სათავეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის ტერიტორიაზე იღებს და სოფელ საგურამომდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საგურამოს მაგისტრალური არხის განშტოებები მოპირკეთდება თანამედროვე კომპოზიტური მასალით, რომლის დანერგვასაც  კომპანია საირიგაციო სიტემებზე  გეგმავს. აღნიშნული მასალა,    საქართველოს მასშტაბით   სხვადასხვა სარწყავ არხებზე კომპანიამ უკვე გამოსცადა.

„ჩატარებული  სარეაბილიტაციო სამუშოების შედეგად, მთლიანად აღდგება საგურამოს სარწყავი სისტემა, რომელიც   წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა.   წყალუზრუნველყოფილი გახდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბიწმენდის, წინამძღვრიაანთკარის, ჯიღაურას და საგურამოს 1 164 ჰა  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი“-განაცხადა შალვა ფიფიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „მამისონი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 6 365 000 ლარი. აღნიშნული სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო  და  მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. დღეისათვის, უკვე შესრულებულია 2 515 000 ლარის  ღირებულების სამუშაოები.

საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია და სარწყავი სეზონის დამთავრებისთანავე დაგეგმილია მათზე  სარეაბილიტაციო სამუშაოების  ჩატარება, რაც ბოლო 25 30 წელია არ ჩატარებულა.  2013 წელს სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა 306 ობიექტზე, აქედან, 300 ობიექტზე  სამუშაოები უკვე დასრულებულია. დღეისათვის, გაწმენდილი და შეკეთებულია სარწყავი სისტემების 1291.5 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი.