21 მარტს, საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, IFC ჰიდროელექტროსადგურ “ნენსკრას” პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ინვესტორთა დასაინტერესებლად და მოსაზიდად პროექტის სახელშეკრულებო და ფინანსურ დოკუმენტაციას მოამზადებს. 210 მგვტ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ნენსკრაზე უნდა აშენდეს, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.3 მლრდ კვტ/სთ იქნება.