შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა "ხუდონჰესის" მშენებლობის პერსპექტივები განიხილეს

დღეს, 21 მარტს, 15:00 საათზე, " შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის " სტუდენტებს შორის მოეწყო ლექცია-დისკუსია, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის "ხუდონჰესის" თემაზე.

ლექცია ჩატარდა "საქართველოს ინფრასტუქტურული პროექტების ინიციატივის" ორგანიზებით. დისკუსიას უძღვებოდა სიპის მოწვეული ლექტორი, ექსპერტი ეკენომიკის დარგში, ირაკლი ლექვინაძე.

ლექციის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს ყველა ის სარგებელი და შედეგი რასაც საქართველო აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად მიიღებს.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" პერიოდულად ატარებს, იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

"დღევანდელი გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია ხუდონის მშენებლობა, რომლის შეფერხებაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი სიმძლავრეების ათვისებას. ხუდონის შენება ნიშნავს მომავალში გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ტარიფების ზრდისაგან თავის დაზღვევას, გაზრდილ საექსპორტო პოტენციალს, 1.2 მლრდ. აშშ დოლარიან ინვესტიციას და კიდევ უფრო გაზრდილ ინტერესს ადგილობრივი ენერგოსექტორში ინვესტირების მიმართულებით. ეს ნიშნავს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას და სვანეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ასევე გაზრდილ შემოსავლებს ბიუჯეტში და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას." - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.