საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „ხუდონჰესის“ მშენებლობას მიესალმება.
როგორც სამინისტრომ GBC-ის განუცხადა, უწყება მიესალმება ქვეყანაში ნებისმიერი სახის ინვესტიციის შემოდინებას.
„ხუდონჰესის“ პროექტს კი განიხილავს, ელექტრომომარაგების გაუმჯობესების და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების კონტექსტში.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურზე ასაშენებელ „ხუდონჰესში“ ინდურ-ბრიტანული კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ 1,2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ჰესის დადმული სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება.