21 მარტს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში შედგება რეჟისორ ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის „სხვა ქალაქი“ პრემიერა
,,სხვა ქალაქი" საბჭოთა ეპოქის 70-იან წლებში თბილისის გარშემო აღმოცენებული გარეუბნებია. იგი არ ჰგავს ძველ თბილისს. აქ ახალმა რეალობამ თავისი გავლენა მოახდინა ყოფაზე, ურთიერთობებზე...
როგორ გამოიყურება თბილისის ეს ნაწილი დღეს, ვინ დასახლდა ქალაქის გარეუბნებში, რა ინტერესები ამოძრავებს იქაურ მოსახლეობას და რა სულისკვეთების ადამიანები არიან ისინი - ამის შესახებ მოგვითხრობს რეჟისორ ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი ,,სხვა ქალაქი" და გვაცნობს იმ საზოგადოებას, რომელიც ახლა თბილისის გარეუბნებში ცხოვრობს.
სცენარის ავტორი და რეჟისორი ზურაბ ინაშვილი .