საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მცხოვრებ იეზიდებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ვულოცავ ახალი წლის დღესასწაულს - "კლოჩე სარე სალეს". ეს უძველესი დღესასწაული გაზაფხულის დადგომის, აღორძინების, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანაში", - მიმართავს ღარიბაშვილი იეზიდ მოსახლეობას.