სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17 %-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 567 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი 23%-ით არის გაზრდილი (440 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო იმპორტმა 15%-ით მოიმატა ( 1 მილიარდ 127 მილიონი აშშ დოლარი)
ამ მონაცემებით საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირების ტენდენცია კვლავ სახეზეა.
უარყოფიდი სალდოს წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში.
/2009-2014 წლების იანვარ-თებერვალი/
წლის იანვარ-თებერვალი უარყოფითი სალდოს წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში %
1 2009 65,7
2 2010 48,7
3 2011 49,5
4 2012 55,1
5 2013 46,3
6 2014 43,8
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 7.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2013 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 მილიარდ 674,4 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 7,1 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი შემცირდა 0,4 პროცენტით.
რაც შეეხება 2013 წლის მთლიან მონაცემებს.
გასული 2013 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,2 პროცენტით გაიზარდა.