2014 წლის 19 მარტს, მსჯავრდებულ ქ.კ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა-სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, 2013 წლის 4 ნოემბერს, სამარტოო საკანში ყოფნისას მსჯავრდებულმა ქ.კ.-მ დაშლილი ერთჯერადი სამართებლით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, სხეულზე სისხლმდენი ჭრილობები მიიყენა.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.