კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს

კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი წინამძღვრიანთკარში  ევროკავშირსა და ოთხ კონსორციუმს - Oxfam, Mercy Corp, Care, People in Need  -შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

ცერემონია მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ,  ბორის იაროშევიჩმა გახსნა. 

„მისასალმებელია, რომ  სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისთვის რეალური პრიორიტეტია. სწორედ სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერული კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს“, - განაცხადა ბორის იაროშევიჩმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ENPARD-ის (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროგრამის ფარგლებში ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რაც სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა და ქვეყანაში სურსათის წარმოების გაფართოვებისა და სოფლად სიღარიბის შემცირებისკენაა მიმართული.

ENPARD-ის საგრანტო დაფინანსებას ოთხი კონსორციუმი გაანაწილებს. ბრიტანული Oxfam, ავსტრიული Care International, შოტლანდიური People in Need და Mercy Corps, რომლებიც 16 ნაციონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, ფერმერთა ასოციაციებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს 45 რეგიონში 160-მდე მცირე ფერმერული კოოპერატივი შეიქმნება.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა მედია ტური და ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია.