დაიმალეთ, მიშა მოდის!

დაიმალეთ, მიშა მოდის!

სააკაშვილის ინიციატივით უზნაძე-მარჯანიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე კიდევ ერთი უკანონო მშენებლობა შეჩერდა.

ძველი უნივერმაღის წინ სავაჭრო ობიექტს აშენებდნენ.

რადგან ყოფილი უნივერმაღი ისტორიულ შენობად ითვლება, ამიტომ მის წინ ყოველგვარი უსახური ობიექტის აშენება დაუშვებელია.

სააკაშვილის აზრით, ამ ყველაფრის უკან მერია და კანცელარიის მაღალჩინოსნები დგანან, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად მას ხალხის დახმარება სჭირდება.