საქართველოს ბანკის ყველაზე სწრაფი – Express განვადება

საქართველოს ბანკის ყველაზე სწრაფი – Express განვადება

თბილისი, 7 ნოემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ახალი, Express განვადების დანერგვის შესახებ განაცხადა. ბანკის მიერ წინასწარ დამტკიცებული Express განვადებით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს, რომელმაც ერთხელ მაინც ისარგებლა Exspress სესხით და წარმატებით დაფარა სესხი, ასევე ფლობს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სადებეტო პლასტიკურ ბარათს. Express განვადებით, მომხმარებელი ბაზარზე არსებული ყველა ტიპის განვადებაზე უფრო სწრაფად შეძლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას.

Exspress განვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია. მომხმარებელს მობილურ ტელეფონზე მიუვა SMS შეტყობინება Express განვადების დამტკიცების შესახებ, სადაც მითითებული იქნება ერთჯერადი კოდი. ამის შემდეგ, მომხმარებელი მივა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც სასურველი ნივთის არჩევის შემდეგ, ანგარიშსწორებას მარტივად, საკუთარი პლასტიკური ბარათით მოახდენს და მიუთითებს SMS–ით მიღებულ ერთჯერად კოდს. 

Express განავადების მაქსიმალური თანხა 300 ლარია, ვადა – 12 თვე.  Express განვადების გააქტიურება მომხმარებელს ერთჯერადი კოდის მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.exspressbank.ge