ინვესტირებების ინდიანა ჯონსს მოსწონს ევროპასა და აზიას შორის განთავსებული პატარა ქვეყანა

ინვესტირებების ინდიანა ჯონსს მოსწონს ევროპასა და აზიას შორის განთავსებული პატარა ქვეყანა

მარკ მობიუსი სასაზღვრო ბაზრების, „მომავლის განვითარებადი ბაზრების“ ავტორიტეტია.

მობიუსი, როგორც „Templeton Emerging Markets Group“-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე, 250 - 300 დღეს წელიწადში საბოლოო ეკონომიკური საზღვრებისკენ მოგზაურობაში ატარებს. ის არის ინვესტირებების ინდიანა ჯონსი.

ბიზნესის ინსაიდერი წამოეწია მობიუსს მაშინ, როდესაც ის იმყოფებოდა საქართველოში, პატარა ქვეყანაში, რომელიც აკავშირებს დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას.

ჩვენ ვკითხეთ მარკს, თუ რას ეძებდა სასაზღვრო ან განვითარებად ბაზრების ინვესტიციებში, და რა შეიტყო საქართველოში ვიზიტიდან.

რომელია ის თვალსაჩინო ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ინვესტიცია კარგად იმუშავებს განვითარებად ან სასაზღვრო ბაზარზე?

პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანია ზრდა. ეკონომიკურ ზრდა განაპირობებს კომპანიის ზრდასა და მის მომგებიანობას, და ამგვარად, იმას, რაც ჩვენ გვინდა დავინახოთ, როდესაც ინვესტირებას ვახდენთ. ჩვენ ვეძებთ კარგად მართულ კომპანიებს, რომლებსაც უნარი აქვთ ისარგებლონ ქვეყნის ეკონომკური ზრდით.

რა არის თქვენს აუცილებლი, გადაუდებლად გასაკეთებელი საქმეების სიაში, როდესაც თქვენ ჩადიხართ ქვეყანაში სიტუაციის გასაანალიზებლად ინვესტირების მიზნით?

აუცილებლი, გადაუდებლად გასაკეთებელი საქმეების სია, პირველ რიგში, მოიცავს იმ კომპანიის მონახულებას, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და მის ხელმძღვანელობთან შეხვედრას. შემდეგ ჩვენ გვინდა გავესაუბროთ ამ კომპანიის კლიენტებს და კონკურენტებს. და ბოლოს, ჩვენ ვესაუბრებით ხელისუფლების ოფიციალურ თანამდებობის პირებს, რომლებიც მონაწილეობენ იმ ბიზნესის რეგულაციასა და მონიტორინგში, რომლის ინვესტირებასაც ჩვენ ვგეგმავთ.

რას წარმოადგენს ის საფრთხის მომასწავებელი განგაშის „წითელი“ ნიშნები, რომლებიც გაფერხებენ?

კომპანიის მმართველი გუნდისა და თანამშრომლების ხშირი რეორგანიზაცია, როგორც წესი, არ არის კარგის ნიშანი, განსაკუთრებით, თუ ის მოიცავს ფინანსური დირექტორის წასვლასაც. ასევე, დიდი რაოდენობის ვალი, ნაღდი ფულის მოძრაობის უფრო და უფრო მზარდი გამოყენება ვალისა და პროცენტის დასაფარავად. ამ შემთხვევაში გაყიდვების ზრდა მნიშვნელოვანია, და თუკი გაყიდვები არ იზრდება, ეს ცუდის ნიშანია.

რა არის ის შეკითხვა, რომელსაც თქვენ უსვამთ ყოველ ჩინოსანს ან პოლიტიკოსს, რომელსაცხვდებით, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩადიხართ?

რა რეფორმებს ატარებთ კოპუფციის შესამცირებლად? რა გეგმები გაქვთ ეკონომიკის ზრდისა და გადასახადების შესამცირებლად, იმისათვის რომ თქვენი მთავრობა უფრო ეფექტური გახდეს?

რამ მიიზიდა თქვენი ყურადრება საქართველოსაკენ?

იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში ხორციელდება გარდაქმნები თანამედროვე და სამართლიანი საზოგადოების დასამკვიდრებლად, სადაც მოქალაქეებს საკუთარი მთავრობა შესაბამისად ეპყრობა.

შეგიძლიათ იმის მაგალითი მოგვიყვანოთ, თუ რა შეიტყვეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საუბრიდან საქართველოში ?

ყველაზე შთამბეჭდავი, რაც შევიტყვე, იყო ის, თუ რამდენადაა ძველი მიმართულებები უარყოფილი და რამდენად ეფექტური და ქმედითი გახდა მთავრობა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კორუფციის შემცირება.

რა რისკების შესახებ უნდა იცოდნენ ინვესტორებმა, როდესაც საქართველოს განიხილავენ მათი ინვესტირების სამიზნედ?

როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშივ არსებობენ რევიზიონისტები, რომლესაც ძველი დროის დაბრუნება სურთ. ასევე, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჯერ კიდევ არსებობს კორუფცია. ასეთია პრობლემები, რომელსაც ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ. ამას გარდა, ჩვენ უნდა თვალი ვადევნოთ რუსეთთან მის ურთიერთობასაც, რომ დავრწუნდეთ მათ დაბალანსებულობაში.

http://www.businessinsider.com/mark-mobius-on-investing-in-georgia-2013-11?op=1