გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მატეო მეკაჩს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ერმუჰამეტ ერტისბაევს უმასპინძლა.

დიპლომატებთან შეხვედრაზე ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გარემო, ევროპული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები და ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი განიხილა.

როგორც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატეო მაკაჩიმ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, ეუთოს მისია საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსენებას ამზადებს, რასაც 2 თვე დასჭირდება, არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო შედეგებიც მოხსენებაში აისახება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა რომ არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ისაუბრა : „ საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან რამდენიმე თემა განვიხილე, მათ შორის ვილნიუსის სამიტი. საქართველო ყოველი არჩევნებით ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და შესაბამისად 27 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითად აისახება,“ - განაცხადა დიმიტროვმა.

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მედიასთან დიპლომატებთან შეხვედრა შეაფასა და ვილნიუსის სამიტს საქართველოსთვის ისტორიული უწოდა: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა დემოკრატიის კონსოლიდაცია,ჩატარდა უპრეცედენტოდ ევროპული არჩევნეები, განხორციელდა და კიდევ მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც მოახდენსჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახთა ჯგუფში. ამ მხრივ ასოცირების ხელშეკრულება, ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დასავიზო ხელშეკრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამით ხდება ინსტიტუციურად იმის აღიარება, რომ ჩვენ უკვე ვდგავართევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე. ამდენად, ვილნიუსის სამიტი არის ისტორიული, უმნიშვნელოვანესი. მას მოჰყვება ძალიანრთული მუშაობა ერთი წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2014 წლის სექტემბრისთვის უკვე ასოცირებისხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.