"გილოცავთ საქართველოს საპრეზიდენტიო რჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებას ყველა სფეროში და შემდგომ სიმტკიცეს საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. თქვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი მოროგი გამოცდა ჩააბარა და, ამდენად, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს ევროპული არჩევანის ჯეროვან შეფასებას მომავალ ვილნიუსის სამიტზე", - წერს პრეზიდენტი მოლოცვის ბარათში.
დალია გრიბაუსკაიტემ უსურვა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს და მისი ქვეყნის მოსახლეობას ერთიანობა, სულიერი ერთობა და ურყევი ერთგულება დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.
მან აღნიშნა, რომ ევროპასთან დაახლოვების მიმართულებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მოდერნიზაციისა და ზრდის გზაზე, და ასევე, დასძინა, რომ ლიტვა ყოველთვის მზადაა საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს.
ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსის სამიტზე დაპატიჟა, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში.
http://www.lrp.lt/en/press_center/press_releases/dalia_grybauskaite_congratulated_president-elect_of_georgia.html