დღეს, ლიბერთი ბანკის დირექტორმა, სანდრო რთველაძემ და ქ. რუსთავის მერის მოადგილემ, გიგი ტაბატაძემ გამართეს პრეს კონფერენცია ახალი ერთობლივი პროდუქტის, სამგზავრო ბარათისCityPass შესახებ
პროექტი ითვალისწინებს ქ. რუსთავის ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორებიდან უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლას. ამიერიდან, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკის უკონტაქტო პლასტიკური ბარათის ავტობუსებში სპეციალურად დამონტაჟებულ ტერმინალებთან შეხებით.
CityPass ბარათის სხვა აღსანიშნავ უპირატესობებს წარმოადგენს:
• მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ CityPass ბარათით და მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება 100-ზე მეტ მერჩანტთან, რომელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება (მერჩანტების განახლებული სია იხილეთ ვებ გვერდზე http://cheap.ge)
• ბარათის მფლობელები შეღავათიანი ტარიფით გადაიხდიან კომუნალურ და სხვა ტიპის გადასახადებს ვებ გვერდიდან http://smartivi.ge
• მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდისას აღარ იბეჭდება დამატებით ქაღალდის ბილეთი, რაც ანგარიშსწორებას უფრო კომფორტულსა და გარემოსთვის ნაკლებად საზიანოს ხდის
სამგზავრო ბარათების - CityPass მიღება შესაძლებელია ქ. რუსთავში განთავსებულ ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში და ასევე მობილურ სერვის ცენტრებში უფასოდ
CityPass ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხებით:
• ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრების საშუალებით
• NOVA - ს სწრაფი გადახდის აპარატებით (ფეიბოქსი)
• TBC Pay - ს სწრაფი გადახდის აპარატებით
• ნებისმიერი ბანკის VISA/MasterCard ბარათებით, ვებ გვერდიდან Smartivi.ge
• საბანკო ჩარიცხვით (სოციალურად დაუცველ ჯგუფებს მგზავრობის საფასურს ჩაურიცხავს შესაბამისი სახელმწიფო სამსახური)
• eMoney ელექტრონული საფულის საშალებით