ანდერს ფოგ რასმუსენი:  საქართველო 2014 წელს ნატო-ს წევრი არ გახდება

ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველო 2014 წელს ნატო-ს წევრი არ გახდება

საქართველო არ გახდება ნატო-ს წევრი 2014 წელს. რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაადასტურა ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება. მაგრამ, მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება. ჯერჯერობით, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველო-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომამდე, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოც და ნატო-ც ალიანსში გაწევრიანების სურვილით წარდგნენ. თუმცა, შემდეგ უკრაინამ გადაწყვიტა, იხელმძღვანელოს რაიმე კავშირში შეუსვლელობის პოლიტიკით.

"უკრაინამ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკა. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ქვეყანასთან უკრაინა-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში", - დასძინა ანდერს ფოგ რასმუსენმა.