როდესაც დავინახავ, რომ საზოგადოებას აღარ ვჭირდები, ბოდიშის მოხდით იმ წუთში გავერიდები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას აღნიშნა, იგი პოლიტიკაში მხოლოდ ვალდებულების გრძნობით მოვიდა.
"მე კი მგონია, რომ სწორი გზით მივდივარ, მაგრამ თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ხალხს ეს ან არ ესმის, ან შენ შეიძლება გეშლებოდეს, თავს არასდროს არ მოვახვევ. იმ 20 წელიწადსაც კი, როდესაც დავინახავ, რომ საზოგადოებას მე აღარ ვჭირდები, ბოდიშის მოხდით იმ წუთში გავერიდები და ამის ალბათობა არსებობს, მოვლენ ახალგაზრდები, ჩემზე ნიჭიერები, ჩემზე გაგებულები და ჩემზე კარგად დაინახავენ რაღაცეებს. თუ დავინახე, რომ ვიღაცას ფეხებში ვებლანდები, ღმერთმა დამიფაროს, იმ წუთში გავიწევი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.