რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რომ არჩევნებში ალალად იმარჯვებდნენ, ფაქტია ის არის, რომ მათი გამარჯვებების გაფორმება და ხელისუფლებაში ყოფნა ძალადობის ხრჯზე ხდებოდა. ძალადობდნენ ყველაზე, პატიმრების ოჯახებზე, დასაქმებულებზე, უმუშევრებზე... და არც თუ იშვიათად ეს ძალადობა ფსიქოლოგიურის გარდა, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ისახებოდა.
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ხომ გაგიგიათ და აბაშაში, მოსახლეობასთან შესახვედრარ ჩასულ დავით ბაქრაძეს ადგილობრივმა მაჟორიტარმა დავით დარცმელიძემ გაუწია მასპინძლობა და როგორც ადრე, ახლაც ისე გადაწყვიტა პარტიული ლიდერისთვის “ესიამოვნებინა” და ყოფილ პოლიციელებთან ერთად “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გვილავას მიუვარდა და იმის გამო, რომ თავად გვილავა შინ არ დახვდა, მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შინ დაბრუნებულმა გვილავამ დეპუტატს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. პასუხად კი მანაც გინება მიიღო, მერე კი ხელჩართული ჩხუბიც გაიმართა და გვილავას ქურთუკიც შემოახიეს.
ამ ამბავში საინტერესო ისიც რის, რომ ერთ-ერთი ტელევიზია ჯიუტად აპელირებს, ინციდენტი მალე ამოიწურა და მხარები ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდნენ, რაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთსო და ეს მაშინ, როცა პოლიციამ საქმე ოფიციალურად აღძრა და გვილავას დახეული ქურთუკი ნივთმტკიცების სახით დაიტოვა.
ჩვენ კი იმის იმედს ვიტოვებთ, რომ ადრე თუ გვიან, ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხვდებიან, რომ მუშტ-კრივითა და დაშინებით არჩევნების მოგება დასრულდა და ქართველი ხალხი დემოკრატიის რელსებზე შედგომას ცდილობს.