ლიბერთი ბანკი ეროვნული ბიბლიოთეკაში საქართველოში ყველაზე მასშტაბურსა და თანამედროვე ელექტრონულ დარბაზს ხსნის
21 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ”ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორიგიორგი არველაძე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ელექტრონულ დარბაზს გახსნიან .
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა ”ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით შეძლო. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ”ლიბერთი ბანკმა” ელექტრონული დარბაზისთვის 50-მდე კომპიუტერი, ავეჯი და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა.