„ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სისტემის გაძლიერება და მასწავლებლის სტატუსის ამაღლება იქნება!“

„ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სისტემის გაძლიერება და მასწავლებლის სტატუსის ამაღლება იქნება!“

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში განათლების სფერო პრიორიტეტული იქნება:

„ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს სტანდარტი ქართველი მასწავლებლის და ამაზე ბევრი მუშაობაა საჭირო.თქვენი სფერო ყოველთვის პრიორიტეტული იქნება, მოგეხსენებათ რექტორი ვიყავი ერთ-ერთიუნივერსიტეტის და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება", - აღნიშნა გიორგიმარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით რომ უნდა ამაღლდეს მასწავლების სტატუსი, ვინაიდან მასწავლების პროფესია ერთ-ერთი პატივსაცემი პროფესიაა და ამავე დროს საპასუხისმგებლო:

„ საქართველოს მომავალი დამყარებულია განათლებაზე და პედაგოგების ღვაწლზე. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სისტემის გაძლიერება იქნება და მასწავლებლის სტატუსის ამაღლება“- აღნიშნა მარგველაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები გააცნო. თამარ სანიკიძემ ყურადღება სერთიფიცირების რეფორმასა და პროფესიული განვითარების სქემაზე გაამახვილა, რაც ნოემბრის თვიდან ფართო განხილვის საგანი გახდება: „ ყველა პედაგოგი უნდა იყოს ჩართული და მიმართული კარიერული წინსვლისკენ. მასწავლებლის სახელფასო განაკვეთი და ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგების მიერ კრედიტების დაგროვებაზე, პროგრამების გავლაზე და მათ განვითარებაზე“-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პედაგოგებმა გიორგი მარგველაშვილს და თამარ სანიკიძეს მადლობა გადაუხადეს განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებისთვის.

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ხვალ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლბში სპორტსმენებს შეხვდება