კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები დაასრულა. გიორგი მარგველაშვილი დღეს მარნეულის და რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მარნეულში შეკრებილ საზოგადოებას პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისთვის და ემოციური დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „მალე საქართველოს ევროპული ტიპის პრეზიდენტი ეყოლება. პირველად ჩვენი ქვეყნის უახლესისტორიაში რეალურად ევროპული ტიპის არჩევნები ჩატარდება, თქვენ აირჩევთ ხელისუფლებას, რომელსაც თქვენ კი არ მოემსახურებით, არამედპირიქით, ის მოგემსახურებათ თქვენ. სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება გიორგი მარგველაშვილი და ის სწორედ ამ განწყობით მოდის, რომმოემსახუროს საკუთარ ხალხს და მოქალაქეებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი მარგველაშვილი რუსთაველ ამომრჩევლებს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა. შეხვედრას გიორგი მარგველაშვილთანერთად მსახიობები გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, მომღერალი ირმა სოხაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი კიდევ ერთხელ დაჰპირდა ამომრჩევლებს, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მეორე ტური არ იქნება და ის პირველ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს: „პირველ ტურშიგაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება, გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს დემოკრატია,“ - განაცხადა"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა .
გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველებს „რუსთავქალაქობა“ მიულოცა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ ღონისძიებასაც დაესწრო.