ბიზნესის ადმინისტრაციის დოქტორის გიორგი აბაშიშვილმა განცხადებით, კვლევების თანახმად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის ორი კვარტლის განმავლობაში საქართველოში 458 მილიონ 600 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
"ეს მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მაინც, 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - თითქმის 84 მილიონით 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - ხოლო 167 მილიონ დოლარზე მეტად 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება. 2013 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 15 მილიონი დოლარით აღემატება", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ინვესტიციების შემცირების ტენდენცია სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასრულდა.
"ჯამში, 2012 წლის სამი კვარტლის განმავლობაში 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 144 მილიონი დოლარით შემცირდა. ფაქტია ის, რომ ინვესტიციების შემცირების ტენდენცია სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასრულდა, როდესაც 2012 წლის მეოთხე კვარტალში 2012 წლის მესამე კვარტალთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 35 მილიონით გაიზრდა - ეს არის ის მაჩვენებელი რომელზეც “ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი აკეთებდა აქცენტს", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, 2013 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2004-2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება.
"2013 წლის ორი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი: 2013 წლის მხოლოდ ორი კვარტლის განმავლობაში ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება 2004-2011 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 2012 წლის წლიურ მაჩვენებელთან შედარებით 2013 წლის მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება 10 პროცენტზე მეტადაა გაზრდილი. რაც შეეხება საქართველოში მსხვილი ბიზნესის წილი ბრუნვის მიხედვით, ეს 2008 წლიდან 2011 წლამდე შემცირდა, 2012 წელს კი, ზრდა დაიწყო და თითქმის 3%-ით გზაიარდა", - განაცხადა აბაშიშვილმა.