როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გამართულ პრესკონფერეციაზე ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხეილ კირცხალიამ განაცხადა, “სტუდენტებმა ხუდონის საკითხზე საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, დიდი აქტიურობის გამო კი შემდეგ მოძრაობა დაარსდა”.
“ჩვენ მკაფიო მესიჯს ვუგზავნით საზოგადოებას, თუ რატომ უნდა აშენდეს ხუდონი. ჩვენ ენერგეტიკის ექსპერტები მოვიწვიეთ, რომლებმაც განიხილეს და სტუდენტებს გააცნეს ის დადებითი მხარეები, რომელიც ამ პრეოქტის განხორციელებას ახლავს თან. ჩვენ სტუდენტებმა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით და შემდეგ იმდენად დიდი იყო სტუდენტების აქტიურობა გადავწვიტეთ მოძრაობა შეგვექმნა”, - განაცხადა კირცხალიამ
ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს მოძრაობა - "ხუდონჰესი უნდა აშენდეს" დაფუძნდა. სხდომას უნივერსიტეტის სტუდენტები, საინიციატივო ჯგუფის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.