დღეს, ბანკის დირექტორმა სანდრო რთველაძემ გამართა პრესკონფერენცია ბანკში, ფულადი გზავნილების ახალი სისტემითTransferwise -ით სარგებლობის შესახებ.
Transferwise-მა, როგორც გზავნილების შედარებით ახალმა სისტემამ საკმაო გამოხმაურება ჰპოვა, რადგან იგი თავის მომხმარებელს სთავაზობს ფულადი გზავნილების გაგზავნის და მიღების ახალ, ელექტრონულ ალტერნატივას, რომლის საშუალებით თანხის გაგზავნა უკვე ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად, საერთაშორისო გზავნილების სისტემებზე და რაც მთავარია საბანკო გადარიცხვებზე უფრო იაფად არის შესაძლებელი.
ლიბერთი ბანკი გაძლევთ საშუალებას გაგზავნოთ თანხა საქართველოდან ან მიიღოთ თანხა საქართველოში 50-ზე მეტი ქვეყნიდან. Transferwise-ის ასევე დიდი უპირატესობა უფასო კონვერტაცია და თანხის მიღებისა და გაგზავნის ყველაზე დაბალი ტარიფია. იმ შემთხვევაში თუ გზავნით თანხას საქართველოში გზავნილის მიმღებს შეუძლია თანხა მიიღოს საქართველოში ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე, მაგრამ ლიბერთი ბანკის ანგარიშზე თანხის მიღების ტარიფი ყველაზე დაბალია. იმ შემთხვევაში თუ გზავნით თანხას საქართველოდან, გადარიცხვა შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ ვებგვერდიდან Transferwise.com