ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე პროდუქცია ახალი დიზაინის ქილაში გამოიტანა -კომპანიამ მომხმარებელს თუნუქის 330 მილიგრამიანი ლუდი და ლიმონათი შესთავაზა. რაცშეეხება ახალი პროდუქტის ფასს, მსურველის ლუდის შეძენა 1 ლარად შეეძლება.
„კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ეს ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ. რაც შეეხება ლუდის 330 მილიგრამიან ქილებში ჩამოსხმას, მოგეხსენებათ, საქართველოში განუხრელად იზრდება ლუდის მოყვარულთა რიცხვი, იზრდება ერთ სულ მოსახლეზე საშუალო მოხმარებაც. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს რომ იზრდება ლუდის გურმანობაც: როცა ადამინი ლუდს მიირთმევს არა მხოლოს წყურვილის მოსაკლავად ან ალკოჰოლის გარკვეული დოზის მისაღებად ან ნაბახუსევის სიმპტომების მოსახსნელად, არამედ მას მოსწონს გემო და ყველა ის შეგრძნებები რაც მოაქვს კაი, ჩაციებული, ახალი გახსნილი ლუდის დაგემოვნებას. ასეთ ადამიანებს სჩვევიათ ლუდის ნება-ნება მირთმევა პატარა ყლუპებით. მაგრამ ამასობაში გადის დრო, ლუდი თბება, კარგავს გახსნილ ბოთლში გაზიანობას და ბოლო ყლუპით მიღებული სიამოვნება ვერც კი შეედრება პირველი ყლუპით მიღებულ სიამოვნებას. ამიტომაც, თუ დააკვირდებით,ხშირია შემთხვევა როცა ლუდის მოყვარულები ტოვებენ ბოთლში ლუდიც გარკვეულ ნაწილს. გარდა ამისა, ბევრისთვის 0,5 ლიტრი ერთ დალევაზე უბრალოდ იმაზე მეტად მათრობელაა ან მომთენთავი ვიდრე მათ იმ მომენტისთვის სურთ. შესაბამისად 0,33 ლიტრის მოცულობის ქილები წყვეტენ ყველა ამ პრობლემას. რა თქმა უნდა ფულის ქარისთვის გატანებაც არავის უხარია, როცა ადამიანი იძულებულია გადაიხადოს ნახევარი ლიტრი ლუდის საფასური მიუხედავად იმისა რომ არ აპირებს მის მთლიან მოხმარებას. შეღავათი მართლაც მნიშვნელოვანი გამოდის, რადგანაც 0,33 ლ მოცულობის ალუმინის ქილაში ლუდი ეღირება 1 ლარი - ძალიან პრაქტიკული ფასია დამეთანხმებით, მაშინ როცა 0,5ლ კონტეინერებში ლუდის ფასი 1,5 ლარზე მეტია.
გავითვალისწინეთ რა ეს ფაქტორები, ჩვენ ქართველ მომხმარებელს წარვუდგინეთ 0,33ლ მოცულობის ალუმინის ქილებში შეფუთული ლუდი „ზედაზენი“ და ლუდი „ხევსურული“ რომელთა საცალო ფასიც 1 ლარია.
ამასთან არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა 0,33ლ მოცულობის ლუდ „ზედაზენის“ ორიგინალურ შეფუთვას, რომელიც ე.წ. „სლიმ“ ქილაში შევფუთეთ.
იმედი გვაქვს რომ ქართველ მომხმარებელთა დიდ ნაწილს მოეწონება ჩვენს მიერ შეთავაზებული სიახლეები“ - აცხადებს ს.ს ქართული ლუდის კომპანიის კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.