"ცხადია, რომ რუსეთი ჯერაც არ ცვლის პოზიციას სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მიმართებაში", - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს დაპირისპირება არ არის მხოლოდ ევროპის ერთი კუთხის მცირე საკითხი.
"ეს გამაღიზიანებელი საკითხია რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებში და მისი მეზობლების მღელვარებას იწვევს, ასევე ძირს უთხრის ევროპის გარშემო შეიარაღების კონტროლს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისი უნდა შედგეს, რომელიც საერთაშორისო კანონების შესაბამისი იქნება", - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებაში კვლავ "ორმაგი სტანდარტები" აქვს.
"ჩვენი დასავლელი პარტნიორები, სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავ ძლიერ მიკერძოებულები არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.